LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქს “КГБ-ს აგენტი” და “რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი” უწოდა

76

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ვალერი სიმეონოვმა რუსეთის პატრიარქ კირილს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა. როგორც “რადიო თავისუფლება” იუწყება, ამის შესახებ სიმეონოვმა ბულგარული ტელეარხის БНТ-ს ეთერში განაცხადა.

სიმეონოვის განცხადებით, 1996 წლიდან რუსეთის პატრიარქმა რუსეთში 14 მილიარდი დოლარის ოდენობის სიგარეტი შეიტანა.

„ეს არ არის მართლმადიდებელი მოძღვარი. ეს არის აგენტი მიხაილოვი, საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი“, – განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.

მანამდე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება ბულგარეთის პრეზიდენტის რუმენ რადევის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ოსმალეთის იმპერიისგან ბულგარეთის გათავისუფლების 140-ე წლისთავისადმი იყო მიძღვნილი. პატრიარქ კირილის აზრით, რადევმა ოსმალური იმპერიის დამარცხებაში რუსეთის როლს არასაკმარისად გაუსვა ხაზი.