LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთის კურორტი ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით საუკეთესოა

129

ბულგარეთის კურორტი ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით საუკეთესოა. ცნობილი კურორტი „მზიანი სანაპირო“ ბრიტანელების მიერ შედგენილი ტურისტული რეიტინგის ლიდერი პირველად გახდა. საუკეთესოების მეორე პოზიცია კი ტოკიომ დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ტურისტებისთვის ფასები მუდმივად იზრდება, ფასისა და ხარისხის შეფარდებით საუკეთესო 10 დანიშნულებიდან 7 მაინც ევროკავშირის საზღვრებშია. სიაში გარდა ბულგარეთისა, ასევე – პორტუგალია, ჩეხეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ხორვატია და უნგრეთი მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე 42 ქალაქი თუ კურორტი მოხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები