ბულგარეთში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე გაჯეტების ქონა აუკრძალეს, რის შემდეგაც ბავშვებმა ერთმანეთთან უხეშობას მოუკლეს და კონფლიქტური სიტუაციებიც შემცირდა. ამის შესახებ the Guardian წერს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ტელეფონების ხელში აღება გაკვეთილებზე ეკრძალებათ, დასვენების დროს კი შეუძლიათ რაც უნდათ ის აკეთონ. ხელმძღვანელობის ინფორმაციით, აკრძალვის შემდეგ ბავშვების ქცევა არამხოლოდ გაკვეთილებზე, არამედ შესვენებებზეც გაუმჯობესდა. გარდა ამისა, მათ ერთმანეთთან კონტაქტს და ერთად თამაშსაც მოუხშირეს.
ინიციატივის წარმატების გამო სკოლა გაჯეტების სრულ აკრძალვას განიხილავს და მშობლებიც არ არიან წინააღმდეგი.
საინტერესოა, რომ ანალოგიური შეზღუდვა ამოქმედდა ნიდერლანდებშიც და მობილური ტელეფონების აკრძალვის შემდეგ ბავშვებმა ერთმანეთთან კონტაქტი დაიწყეს.