LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკნარში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და “ქართული ოცნების” დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

114
ბესო-ქათამაძე

სოფელ ბუკნარში მიმდინარე რელიგიური დაპირისპირების ირგვლივ ვნებათაღელვა კვლავ არ ცხრება. ამჯერად ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრი, ბესო ქათამაძე და „ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ბესო ქათამაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გასცემდნენ ცრუ დაპირებას, რომ ადგილობრივი მუსლიმური თემი მეჩეთის მშენებლობას შეძლებდა. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობამ გამოიწვია სოფელში დაძაბულობა.

„რატომ აკეთებთ ასეთ რამეს?  ხალხს ერთმანეთს უპირისპირებთ, ამისთვის ბოდიში პირადად უნდა მოუხადოთ ბოდიში,“- ამ განცხდებით მან „ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს მიმართა, რის საპასუხოდაც ჩიგოგიძემ უპასუხა, რომ „არ ესწავლება ხალხს როგორ ელაპარაკოს.“

ბესო ქათამაძე სიტუაციას სამართალდამცველებმა განარიდეს.