LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: „კვარადონამ 7 ატლანტი+მეკარე აბურთავა აქეთ-იქეთ და ისე შეაგდო სასწაული გოლი! ლეგენდა კაცია მერაბ „Machine“ დვალიშვილი! მოხვდა ჩვენი ქართველი ოქრო კაცისგან ძალიან ბევრი რუსს, ძალიან ბევრი რამისთვის!“

270
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

მანამდე კი პეტრიაშვილი, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ გოლს და მერაბ დვალიშვილის ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება.

„აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი ამაზე მაგარი ნიუსით ნამდვილად ვერ დაუბრუნდებოდა სააქაო სივრცეს!

კვარადონა ხო ნამდვილ ლეგენდად იქცა და არა მხოლოდ ნაპოლიში და იტალიაში, მაგრამ გუშინ მაინც სასწაული იყო 7 ატლანტი +მეკარე აბურთავა აქეთ-იქეთ და ისე შეაგდო სასწაული გოლი! უდიდეს საქმეს აკეთებს ხვიჩა საქართველოსთვის! წელს აწევს კიდეც დამსახურებულად იტალიის ჩემპიონის თასს!

ლეგენდა კაცია მერაბ “Machine” დვალიშვილი! აქამდეც ძალიან მაგარი ჩხუბები ჰქონდა, ყველგან საქართველოს დროშას მაღლა წევდა და რაც დიდი ომო დაიწყო, ყველა თავის გამარჯვებას ასე აღნიშნავდა: “სლავა უკრაინი”! Glory to Ukraine! Glory to Georgia! ასე იყო ამჯერადაც, ოღონდ ერთი განსაკუთრებული დატვირთვით – მისი მეტოქე რუსი იყო! ჰოდა, მოხვდა ჩვენი ქართველი ოქრო კაცისგან ძალიან ბევრი მაგ რუსს, ძალიან ბევრი რამისთვის!

ფრონტის ხაზზე ძირითადი აქტივობა ბახმუტის და მისი მიდამოების მიმართულებაზეა! უჰლედარზე გაფხაკურა ურდომ და მოხვდა ყბაში, მარიინკის და ავდეევკის მიმართულებაზე პოზიციური ბრძოლები გრძელდებოდა დღის განმავლობაში, ბახმუტის ჩრდილოეთში მიდიოდა ძალიან მძიმე ბრძოლები!

ტრასა ო0506-ზე გადაადგილება შეწყვეტილია, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ურდოს არტილერია და საცეცხლე უპირატესობა აქვს ამ მხრივ! ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილში ისევ მძიმე ბრძოლები მიდიოდა! ასევე სამხრეთში იყო მცდელობა ურდოს მხრიდან ტრასა ტ0504-ზე გაჭრის მიზნით! აქ შედარებით უკეთაა მდგომარეობა!

ურდოს ძალიან მაგრად მოხვდა და დიდი დანაკარგებით უკან დაიხია! ბახმუტის დასავლეთ ნაწილს სრულად აკონტროლებენ ჩვენები!
ანდრეი ერმაკმა გამოაქვეყნა ფოტო ბახმუტის შემოგარენიდან! აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მოფენილია მკტარი რუსებით მდელო!

საერთაშორისო სამხედრო ექსპერტების დასკვნით, მთელ ფრონტს თუ ავიღებთ, ურდოს იერიშების ტემპმა იკლო! ოღონდ იმიტომ იკლო რომ დაადუძტეს ჩვენებმა!

აწი დიდი გამარჯვებების დრო მოდის!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო კიდევ გააჯენზებს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში!

გაუმარჯოს საქართველოს!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

„ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული და პირადი ბრძოლა იყო“ – ისტორიული გამარჯვება: მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე, პიოტრ იანი დაამარცხა

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მერაბ დვალიშვილს გაუმარჯოს! კაცს, რომელიც გააფრთხილეს რომ პოლიტიკურ სიმბოლოებს ვერ გამოიყენებდა და საქართველოს დროშა გულზე დაიხატა!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები