LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: დღეს ხერსონში უკრაინული დროშა აფრიალდება! ურდო გარბის არტილერიული თავდასხმის ქვეშ!

79
Untitled design (1)

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე წერს.

პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ხერსონში უკრაინული დროშა აფრიალდება.

პეტრიაშვილი იმ ქვეყნებზეც წერს, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევენ:

„აბა, დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN ს დღეს ოდენ კეთილი და პოზიტიური ამბები აქვს!

დღეს ქალაქ ხერსონში უკრაინული დროშა აფრიალდება!

გუშინდელი დღის განმავლობაში ჩვენებმა 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს!

რაც ჩვენ ჩერნობაევკაზე სტატუსები გვაქვს ნაწერი და სერიალები გადაღებული! დიდება შენდა! ჩერნობაევკა ჩვენია!

მიკოლაევის ოლქი სრულად გათავისუფლებულია მტრისგან!

ურდო გარბის ჩვენების არტილერიული თავდასხმის ქვეშ! ჩვეულებრივი მაზაფაზა აქვს ურდოსნიას! ასე იქნება ყველგან! უკვე ყირიმში გარბიან ურდოსიკები! ბინებს ყიდიან, ბიზნესებს ტოვებენ; აბა გეგმიური გასვლა მაქედანაც ხომ იქნება?

ძალიან უკაცრავადა ვართ, მაგრამ მაგნების გააფიციალურებულ „რუსულ“ მიწა-წყალზე ფრიალებს ჩვენების დროშა! აუ, აი მართლა არ შეარჩენენ პუილოს მაგას! რუსები ჯიშიმასნაქნავი ხალხია! ნაძირალა მარკოვმა ასე ესესერის მერე არ გაგვისიქიმბაშებიაო. იციან მაგნებმა ამპერატორების თავი მოჩრა!

ამასობაში ამერიკა ჩვენებს დამატებით 400 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს!

ამასობაში საფრანგეთი დამატებით 24 არტილერიის ღმერთად წოდებულ ცეზარებს გადასცემს ჩვენებს!

ამასობაში ესპანეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს გადასცემს ჩვენებს!

უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ნადგურდება!

სლავა უკრაინსკოი ნაციი! ფეზდეს როსიისკოი ფედერაციი (ვციტირებ კარგ უკრაინელ კაცს: აი გემრიელად რომ აწვება, ვის ეშინია შენი ატომური ბომბისო, ჯიგარი კაცი!

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

“კარგი ამბებია სამხრეთიდან, 41 დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა” – ზელენსკი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები