LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti Veyron, რომელიც 2 000 000 დოლარად იყიდება

128

პორტალზე Dupont Registry გაჩნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ატელიე Mansory-ს მიერ გაუმჯობესებული Bugatti Veyron გასაყიდად არის გატანილი. საიტზე თანხა მითითებული არ არის, ამიტომ გამოცემა The Drive-ის თანამშრომლებმა ლოს ანჯელესში მდებარე სადილერო ცენტრში დარეკეს და გაარკვიეს, რომ ჰიპერქარი ორ მილიონ დოლარად იყიდება.

ავტომობილის მდგომარერობა შეფასებულია როგორც შესანიშნავი, ამასთან, არ არის ცნობილი ინფორმაცია გარბენის შესახებ.

გაუმჯობესებათა ჩამონათვალში არის ძარის ნაწილები, ოპტიკა, წინა და უკანა მხარე, ჰაერშემკრებების დახვეწა და შეცვლილი რადიატორის ჩარჩო.

გარად ამისა, ტიუნინგი მთელს ინტერიერს შეეხო. განცხადებაში წერია, რომ ავტომობილი 2008 წელს არის წყობილი, ხოლო  Mansory-ს ტიუნინგ პროგრამა 2012 წელს გაიარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები