კომპანია Bugatti-მ წარადგინა უნიკალური, ნახშირბადისგან დამზადებული კვერცხი, რომლის ფასიც 200 000 დოლარია. ექსკლუზიური აქსესუარი ფირმა Asprey-ს იუველირთან მუშაობის შედეგად შეიქმნა. სპეციალისტები მთლიანობაში 111 უჩვეულო არტ-ობიექტს გამოუშვებენ და თითოეულის ფასი ახალი სუპერქარის ღირებულებას აჭარბებს.
ვიზუალურად კვერცხი დაფარულია სპეციალური ბადით, რომელიც შესაძლოა ოქროსგან ან ვერცხლისგან დამზადდეს. იდეის ავტორთა აზრით, აქსესუარი იდეალური ბუნებრივი ფორმის განსახიერებაა.
მეორე ვერსია არის სპილოების სილუეტები არტ-ობიექტის თავზე, რომელიც სკულპტორის ინტერპრეტაციას თემაზე – „მოცეკვავე სპილო“ წარმოადგენს.
იუველირთა თქმით, კვერცხის შიგნით მათ კომპანიის შტაბ ბინის ზუსტი ასლი შექმნეს.