LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti-ის მეორე მოდელი შესაძლოა ყველგანმავალი გახდეს

94

Bugatti-ის მეორე მოდელი შესაძლოა ყველგანმავალი გახდეს. ფრანგული ავტომწარმოებლის შემოქმედებას შესაძლოა დაემატოს სიახლე, რომელიც Divo-სა თუ Chiron-ისგან სრულებით განსხვავებული იქნება.

ბრენდის ხელმძღვანელის სტეფან ვინკელმანის განცხადებით, ისინი ამ ნაბიჯისთვის ყველანაირად მზად არიან. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ახალი მოდელი არა სედანი, არამედ სუპერ ყველგანმავალი იქნება. თუმცა, ახალი ავტომობილის ასაგებად დამატებითი ინვესტიციებია საჭირო, რომელთა მოძიებაც არც თუ ისე მარტივია. საქმე ისაა, რომ Volkswagen მთელ ფინანსებს ელექტრომობილებისა და უპილოტო ტექნოლოგიების განვითარებაში დებს და ხარჯებიც შესაბამისად აქვს გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქსელში Bugatti-ს სედანის პირველი კადრებიც გავრცელდა. მათი გადაღება ბრენდის ერთ-ერთმა კლიენტმა დიზაინ- ცენტრის პარკინგზე შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები