ლონდონურმა დიზაინ-სტუდია YasidDESIGN-მა ჰიპერქარ Bugatti Divo-ს პირველი გამოსახულება გაავრცელა. პროექტის ავტორების აზრით, სწორედ ასე გამოიყურება ყველაზე აპოკალიფსური ავტომობილი.
სინამდვილეში კი „დივო“ „შირონის“ ექსტრემალური ალტერნატივა გამოვიდა. მას ბევრად აგრესიული დიზაინი აქვს, თუმცა ტექნიკური მახასიათებლები დიდად არ შეცვლილა. ჰიპერქარს 8 ლიტრის მოცულობის W16 ძრავი აქვს და 4 ტურბინიან აგრეგატს 1500 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.
მთლიანობაში Divo-ს 40 ეგზემპლარის აწყობა იგეგმება და თითოეული ავტომობილის ფასი მინიმუმ 5 მილიონი ევრო იქნება.