ტურინის ”იუვენტუსის” ლეგენდარული იტალიელი გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი მამა მესამედ გახდება.
მისი რჩეული ტელეწამყვანი და მოდელი ილარი დამიკო ორსულადაა.
წყვილი ბავშვის დაბადებას მოუთმენლად ელოდება. ჯიჯი ბავშვის სახელის დარქმევის პატივს მთლიანად ილარის უთმობს.
ჟურნალისტების კითხვაზე კი პასუხობს, რომ ილარი დამიკოს ცოლად მოყვანას არ აპირებს და ოფიციალური შეუღლების ამბავს იგი არც კი განიხილავს.