LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში სტუმრების მიღებაზე: „არა, შეთავაზებას არ ვნანობ.. მართლა გულით ვთქვი და ვამბობ – ვინც ვერ შეძლებს, სასტუმროს დაჯავშნას, შეუძლიათ ჩემთან დარჩნენ“

197
ბუდუ ზივზივაძე

ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთ გამორჩეულ გმირს, ბუდუ ზივზივაძეს გადაცემის „იმედის კვირა“ ჟურნალისტი, ქეთევან ქარდავა სტუმრობდა გერმანიაში.

ვიბრძოლებთ ბოლომდე, პირობას ვდებ, რომ თამაშს არაფერს დავაკლებ – ბუდუ ზივზივაძე

„იმედის კვირასთან“ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების წევრმა განმარტა, რატომ დაპატიჟა გულშემატკივრები საკუთარ სახლში და ასევე აღნიშნა, რომ ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში დაწერილი კომენტარებიც ნახა.

„არა, შეთავაზებას არ ვნანობ. ემოციურად ვიყავი, მართლა გულით ვთქვი და ვამბობ – ვინც ვერ შეძლებს [გერმანიაში სასტუმროს დაჯავშნას] შეუძლიათ ჩემთან დარჩნენ. ერთი ოთახია მხოლოდ ხელშეუხებელი, სადაც ჩემი მეუღლე და შვილი იქნებიან, დანარჩენი თავისუფალია. ვინც დაეტევა, ყველას შეუძლია დარჩეს. სხვათა შორის ბევრი ნათესავიც მყავს და მათაც უნდათ. „შტეფცელები“ სახლში გვაქვს და ტელეფონები დატენილი ექნებათ. ერთი მომენტია ის, რომ მე არ ვიქნები, რადგან მე გუნდთან ერთად ვიქნები ჩემპიონატზე. კალსრუე შორსაა იმ ქალაქებიდან, სადაც თამაშებია, მაგრამ მანქანით ან მატარებლით შეძლებენ ჩასვლას. ზუსტად რამდენი ადამიანი დაეტევა არ ვიცი. ფეხზე დადგომით ბევრი დაეტევა.

მე შევთავაზე ეს გულშემატკივრებს, რადგან გერმანიაში მარტო მე ვარ. დარწმუნებული ვარ, აქ რომ თამაშობდნენ სხვები, ისინიც სახლში დაპატიჟებდნენ გულშემატკივრებს. იმიტომ შევთავაზე ასეთი რამ, რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, თამაშებზე ხალხი იყოს. მათთვისაც ისტორიულია, რადგან აქამდე სხვა ქვეყნებს ქომაგობდნენ და ახლა პირველად უქომაგებენ საყვარელ გუნდს. ბილეთებიც ძვირია, სასტუმროებიც გადაჭედილი იქნება და ამიტომ დავპატიჟე ფანები ჩემთან.

სამ გუნდს, რომელიც ჯგუფში გვყავს, აუცილებლად ეყოლება ყველას გულშემატკივარი ადგილზე და ჩვენც გვინდა, რაც შეიძლება მეტი ქართველი იყოს გერმანიაში ჩემპიონატზე. ერთად ყოფნით და ერთად ბრძოლით შევძლებთ ყველაფრის გაკეთებას. ზღაპრის ბოლო მართლაც კეთილია და ჩვენ ეს ყველას დავანახეთ 2 თამაშით. ახლა უკვე სხვა ამბიციები გვაქვს. იმედი გვაქვს მიზანს მივაღწევთ და ამბიციებს ავისრულებთ“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში სტუმრების მიღებაზე❤️

💬„არა, შეთავაზებას არ ვნანობ. ემოციურად ვიყავი, მართლა გულით ვთქვი და ვამბობ – ვინც ვერ შეძლებს [გერმანიაში სასტუმროს დაჯავშნას] შეუძლიათ ჩემთან დარჩნენ“ ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში სტუმრების მიღებაზე❤️ 🖇️სიუჟეტი სრულად: https://shorturl.at/dvCGL #იმედისკვირა

Posted by TV Imedi on კვირა, 07 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები