LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდაპეშტის მეტროს ყველაზე გრძელ ხაზს პირველად განაახლებენ

31

ბუდაპეშტის მეტროს ყველაზე გრძელ ხაზს პირველად განაახლებენ. მასშტაბური მოდერნიზაცია მეტროს მე-3, ე.წ. ლურჯ ხაზს ელოდება. განახლდება 20 გაჩერება, განათების სისტემა და ახალი გზები კი მატარებელს ბევრად უფრო სწრაფად გადაადგილების საშუალებას მისცემს. შედეგად მე-3 ხაზის ვაგონები დღეში 13 ათასი მგზავრით უფრო მეტს მოემსახურებიან. ამჟამად კი მას მილიონზე მეტი ადამიანი გადაყავს.  ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ გზით მოსახლეობა ავტომობილებზე უარს იტყვის და უპირატესობას საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.

აღსანიშნავია, რომ მეტროს ხაზის განახლება 2021 წლისთვის დამთავრდება და პროექტისთვის ევროკავშირმა 473 მილიონი ევრო გამოყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები