ბუდაპეშტის ცენტრი მთლიანად განახლდება და გამწვანდება. დედაქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ დუნაის სანაპირო სასეირნოდ და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად საუკეთესო ადგილად აქციოს. ამიტომ, სანაპიროზე მდებარე პარკები სრულიად განახლდება, ახლო-მახლო ტერიტორიაზე კი დამატებით რამდენიმე ახალი დასასვენებელი ზონა მოეწყობა. გარდა ამისა, დაიგება ველოტრასები, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი გზები კი უფრო გაფართოვდება. დუნაის სანაპიროზე მოძრავი მოედნებიც დამონტაჟდება, რომლებსაც მომავალში ქუჩის სანახაობისთვის გამოიყენებენ.