LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუჩუკური: „ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცება, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ომში ყოფნის გამო მიიღო, არის მორიგი უსუსური მცდელობა, საკუთარი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ

126
ანა ბუჩუკური

„შარლ მიშელის მხრიდან მკაფიო მინიშნება საქართველოს მიერ საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელისუფლების უპასუხისმგებლობას და რეკომენდაციების შეუსრულებლობას“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნულით ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ბუჩუკური წერს, ის, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა-მოლდოვას ახსენებენ და საქართველო ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს.

შარლ მიშელი: ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება - დროა წინ წავიწიოთ

მისივე განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

„ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცება, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ომში ყოფნის გამო მიიღო, არის მორიგი უსუსური მცდელობა, საკუთარი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ.

კანდიდატის სტატუსი მიიღო მოლდოვამაც და ახლა უკვე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებს. ქვეყანამ, რომელიც არათუ ომში არ არის, არამედ რომელთან შედარებითაც საქართველო დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით წლების განმავლობაში იყო ბევრად მოწინავე პოზიციებზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან მკაფიო მინიშნება საქართველოს მიერ საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობას და რეკომენდაციების შეუსრულებლობას.

რომან გოცირიძე: დიდი ალბათობით, ერთი წლის შემდეგ სხვა ხელისუფლება იქნება და ყველა რეკომენდაცია შესრულდება

სწორედ ეს არის ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომელზეც პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“. – წერს ანა ბუჩუკური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები