ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები, თქვენი აზრით, თქვენ მხარდაჭერას არ იმსახურებენ? ამ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებს უკრაინა?უბრალოდ, არ გრცხვენიათ? სარკეში, როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას, – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„მინდა, შეკითხვა დავსვა, რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში დავაინიცირეთ რეზოლუცია, რათა შეფასება გაუკეთოთ იმას, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა.
მაინტერესებს, აქ რომ სხედხართ, გავიგე, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოკვებილი ადამიანები ხართ,რომლებსაც ღირებულებები აღარ შეგრჩათ, მაგრამ ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები, თქვენი აზრით, თქვენ მხარდაჭერას არ იმსახურებენ?
ამ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებს უკრაინა, სადაც ჩვენ ნათლად ვიტყვით, რომ ის, რასაც რუსეთი დღეს, უკრაინაში სჩადის, ატარებს ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს. პარლამენტის დღის წესრიგში დღემდე რატომ არ შევიდა ამ რეზოლუციაზე მსჯელობა? უბრალოდ არ გრცხვენიათ? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას?”-განაცხადა სამადაშვილმა.