Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ბუბას შეეძლო კონცერტის შემდეგ, სცენის მუშასთან ერთად დამჯდარიყო და ისეთივე ზეიმით აღენიშნა თავისი დაბადების დღე, როგორც რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტთან” – მარინა საღარაძე ბუბა კიკაბიძეს იხსენებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუბას შეეძლო კონცერტის შემდეგ, სცენის მუშასთან ერთად დამჯდარიყო და ისეთივე ზეიმით აღენიშნა თავისი დაბადების დღე, როგორც რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტთან” – მარინა საღარაძე ბუბა კიკაბიძეს იხსენებს

591
BeFunky-collage - 2023-07-19T213828.687

საქართველოს დამსახურებულ სახალხო არტისტს, ლეგენდარულ ბუბა კიკაბიძეს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.

მარინა საღარაძე ბუბას შესახებ „კვირის პალიტრას” ესაუბრა და გაიხსენა როგორ აღნიშნავდა ის თავის დაბადების დღეს.

„ბუბას თავისი დაბადების დღის აღნიშვნა ძალიან უყვარდა… ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ თავიანთი იუბილეები? მაგრამ ბუბა ასე არ იყო. რაც მახსენდება, ბოლო ათი წლის განმავლობაში, დაბადების დღეს ყოველთვის ბათუმში იხდიდა. ცდილობდა, 19 ივლისისთვის კონცერტი დაემთხვია. ძალიან ხალისიანი იყო მისთვის ეს დღე, ყოველთვის ამაღლებული განწყობა ჰქონდა…

ბუბას მიმართ სიყვარულს ყველა ერთნაირად გამოხატავდა – ეს იქნებოდნენ პოლიტიკური მოღვაწეები, მსახიობები, უბრალო ადამიანები… საქმეც ისაა, რომ ბუბასთვის რეგალიებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. შეიძლებოდა, კონცერტის შემდეგ სცენის მუშასთან ერთად დამჯდარიყო და ისეთივე ზეიმით აღენიშნა თავისი დაბადების დღე, როგორც რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტთან…

ბუბა ურთიერთობაში ძალიან უბრალო ადამიანი იყო და ნებისმიერის შრომას ძალიან დიდ პატივს სცემდა. თავად იყო ძალიან შრომისმოყვარე. ეს ყველაფერი თავისით არ მოდიოდა… სახლში ძალიან ბევრს მუშაობდა ახალ სიმღერებზე, ტექსტებს წერდა, სიმღერაც თვითონ დაუწერია…”, – საუბრობს მარინა საღარაძე „კვირის პალიტრასთან”.

„შენს ლამაზ, სპეტაკ, სუფთასა და თავმდაბალ სულს გაუმარჯოს, ვიცი ბევრს აკლიხარ“ – ბუბა კიკაბიძეს 85 წელი შეუსრულდებოდა

„ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე“ – ბუბა კიკაბიძის საიუბილეო თარიღს პაატა ბურჭულაძე ემოციურ პოსტს უძღვნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები