LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბუბას გარდაცვალების შეტყობინებას მალევე მოჰყვა ქალბატონი მანანა დოიჯაშვილის, ორივემ ქართულ კულტურაში თავიანთი შთამბეჭდავი კვალი დატოვა” – სანდრა რულოვსი

1432
BeFunky-collage - 2023-01-20T021903.273

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ქართული ესტრადისა და კინოს ლეგენდის ბუბა კიკაბიძისა და პიანისტ მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს უძღვნის.

“ბუბას გარდაცვალების შეტყობინებას მალევე მოჰყვა ქალბატონი მანანა დოიჯაშვილის. ორივემ ქართული კულტურის სფეროში თავიანთი შთამბეჭდავი კვალი დატოვა.

როდესაც ჩამოვედი საქართველოში 27 წლის წინ, ქალბატონი მანანა უკვე გახლდა ცნობილი ქართველი – ეს ახალგაზრდობის სურათი ვიპოვე ძველ წიგნში ,,ვინ ვინაა საქართველოში”.

ქალბატონ მანანას და მე ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა. ის იყო ჩემს მიერ დაფუძნებული „კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ გამგეობის წევრი. ამ ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი გახლდათ რადიო „მუზა“ – კლასიკური მუსიკის მაუწყებელი, თუმცა ასოციაცია ასევე არაერთი სხვა კულტურული პროექტის ინიციატორი და განმახორციელებელი იყო: ეხმარებოდა მუსიკოსებს, ორკესტრებს, ფესტივალებს, ვოკალურ გუნდებს, აწესებდა საკონკურსო პრიზებს და სტიპენდიებს… ყველა ამ პროექტს ქალბატონი მანანას აქტიური მხარდაჭერით შეესხა ხორცი.

ის კლასიკურ მუსიკაში მართლა ავტორიტეტი იყო: მუსიკოსი და ნიჭიერი ხელმძღვანელი, რომელიც არასოდეს გაურბოდა პასუხისმგებლობას და რომელსაც არასოდეს ეშინოდა გამოწვევების. როდესაც რადიო „მუზა“ დახურვის საშიშროების წინაშე დადგა, მანანა დოიჯაშვილი აქტიურად იღწვოდა მის გადასარჩენად.

მართალია, „მუზა“ ვერ გადარჩა, მაგრამ სწორედ მისი ასეთი ხასიათის გამო არაერთი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი შედგა და არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა.

„კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისა“ და რადიო „მუზას“ უკლებლივ ყველა თანამშრომლის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ქართულ საზოგადოებას!”, – წერს სანდრა რულოვსი.

პიანისტი და კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

სალომე ზურაბიშვილი: „ქვეყანამ დაკარგა დიდი პროფესიონალი, ერთგული, მებრძოლი და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი.. ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი მას“

„დღეიდან მის სიმღერებს, მისი ხმით მოვისმენთ“ – ბუბა კიკაბიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს

„მადლობა“ – ბუბა კიკაბიძეს საზოგადოება მქუხარე ტაშით გამოემშვიდობა

„დავიღალე დაობლებით, ასე ვუთხარი ნანის ბუბას პანაშვიდზე.. მშვიდობით, ბატონო ვახტანგ, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით“ – ჯემალ სეფიაშვილი

,,კონცერტის ბოლოს სცენა ყოველთვის სავსე იყო ყვავილებით, თუმცა არცერთ თაიგულს არ ტოვებდა, რადგან თვლიდა, რომ დატოვება იმ თაყვანისმცემლის დაუფასებლობა იქნებოდა” – ცნობილი ხელოვანები ბუბა კიკაბიძეს იხსენებენ

„ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში“ – ილია მეორე

ნიკოლოზ რაჭველი: „მომენატრები, ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო!..“

„ბუბას შეუთვალა, ჩუმად გავუგზავნი თვითმფრინავს, მილიონს მივცემ, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო.. ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!“ – ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძის აქამდე უცნობ ამბებს იხსენებს

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

„პირველად „ვერის უბნის მელოდიებში“ გავუწიე პარტნიორობა, თუმცა ყველა კონცერტში სიამოვნებით უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებდი მის მიწვევას“ – სოფო ნიჟარაძე 

,,სიგიჟემდე უყვარდათ ბუბა, მახსოვს, ბაქოში ბულვარზე სეირნობისას მაღაზიები იკეტებოდა, ხალხი კი, მის სანახავად გამორბოდა” – ნანი ბრეგვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები