LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუბა“ – საწარმო კახეთში, სადაც გერმანული ნორმების შესაბამის სამშენებლო მასალებს აწარმოებენ

1001
20190527-171819

შპს „ბუბა“, რომელიც სამშენებლო სექტორში ოპერირებს, წარმოების კიდევ უფრო დახვეწას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და საწარმოო პროცესების ავტომატიზაციას გეგმავს.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს, საწარმოს კი თელავის მუნიციპალიტეტ სოფელ კისისხევში ფლობს, სადაც ადგილზე 25 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

საწარმოში იწარმოება: სამშენებლო ბეტონი, ქვიშა 0/2 მმ. ქვიშა 2/5 მმ, ქვიშა 0/5 მმ, ღორღი 5/10 მმ , ღორღი 10/20 მმ, ბეტონის მზა კონსტრუქციები, ბეტონის საკანალიზაციო ჭები, ბორდიულები, სანიაღვრე არხები, ბეტონის ფილები და ბეტონის სარები.

როგორც შპს „ბუბაში“ აცხადებენ, მათ საწარმოში ყველა დანადგარი არის გერმანული, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურია -შესაბამისად, პროდუქტის წარმოება ხდება მაქსიმალურად გერმანული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

„ჩვენი პარტიონერების დახმარებით ავსტრიიდან და გერმანიიდან, საქართველოში არსებულ  ჩვენი პროფილის საწარმოებთან შედარებით, ბევრად წინ ვართ. ეს გულიხმობს იმას, რომ ჩვენი წარმოებული ინერტული მასალები არის ახალი გერმანული ნორმების შესაბამისი. თანამედროვე დანადგრები გვიმცირებს წარმოების ხარჯს, აქედან გამომდინარე, ჩვენი პროდუქტი ბევრად ხარისხიანიანია, მრავალფეროვანია და ფასიც კონკურენტებთან შედარებით, ხელმისაწდომია. ბეტონსი ხარისხის კონტროლისთვის ვთანამშრომლოთ შვეიცარულ ფირმასთან  https://www.proceq.com/  , რომელიც წამყვანია თავის დარგში.

დანადგრები გვაქვს მხოლოდ საუკთესო მწარმოებლების გერმანიიდან და ავსტრიიდან, როგორებიც არიან:

https://www.sbm-mp.at/de/ueber-uns.html

https://www.metso.com/de/

https://smt-stichweh.com/

რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ის ხდება ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად, კახეთში“, – აცხადებენ შპს „ბუბაში“.

კომპანიაში იმ პრობლემებზეც საუბრობენ, რომელიც ახალმა კორონავისურმა სამშენებლო ბიზნესს შეუქმნა: „დაკვეთები შემცირდა დაახლოებით 80 პროცენტით და შეიძლება ითქვას, რომ გაჩერებულები ვართ. ვცდილობთ, დრო გამოვიყენოთ, ჩავატაროთ ტექნიკური სამუშაოები. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ თანამშრომლებს, რადგან გამორჩეული კვალიფიკაციის კადრები გვყავს და ადვილად ვერ შევძლებთ თანამშრომლების გაშვებას, რა თქმა უნდა, თუ დიდხანს არ გაგრძელდა ეს მდგომარეობა“, – ამბობენ შპს „ბუბაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები