LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძე რობიკო სტურუაზე: „ეტყობა დიდი რეჟისორი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა…“

722
buba-kikabidze-position

ბუბა კიკაბიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას საკუთარი პოზიცია გამოხატა ბოლოდროინდელი მოვლენების მიმართ. მან ახალგაზრდებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილნი, მხარდაჭერა გამოუხატა.

ბუბა კიკაბიძე:

ოთხი დღის განმავლობაში რუსულმა მედიამ დამირეკა. თქვენ რას ფიქრობთო? რას უნდა ვფიქრობდე? 12 წელია, რუსეთის არც ერთ ქალაქში არ ჩავსულვარ. რაც ჩაიდინეს, გავრილოვი რომ ჩამოიყვანეს, ეს პირველი ნაბიჯია, ეს იყო რუსეთის მიერ გათვლილი ავანტიურა, აქედან მხარდაჭერილი, ისე არ ჩამოიყვანდნენ.

ვინ გაბედავდა ბიძინა ივანიშვილის გარეშე? უმაგისოდ იქ ასანთის ყუთსაც არ გადადებენ. თევზი ფუჭდება სათავიდან, ეს უნდა გვახსოვდეს. მთავრობას ჩვენ ლენჩები ვგონივართ, იმიტომ, რომ ჩვენ ჩუმად ვართ.

გამოგიტყდებით, აგენტი ვარ, რუსეთის აგენტი, პუტინის ჯაშუში! – რობერტ სტურუა
ნინო კასრაძე რობერტ სტურუას მიმართავს – საქართველო იყო,არის და იქნება!
სტურუა: ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის

როგორ ჩანს, რომ გამიზნულად ისვრიან. სისხლი ამოსვრილი ბიჭების და გოგონების ნახვა შემზარავია. ასე როგორ უნდა გაიმეტო შენი ხალხი? რას უნდა ფიქრობდე მაგ დროს, ვინც ამის ბრძანებას იძლევა? შემსრულებელი არ არის ისეთი დამნაშავე, როგორც მბრძანებელი. ნორმალურ ქვეყანაში მეორე დღეს არავინ დაგვხვდებოდა, გადადგებოდნენ. ასეთი წესია ცივილიზებულ ქვეყნებში, როცა შენს ხალხს აყენებ შეურაცხყოფას.

სტურუა: ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე წერს

მე 81 წლის ვხდები და სირბილი აღარ შემიძლია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყანა ავაღორძინოთ.

ამ ბიჭებსა და გოგონებს რომ ვუყურებ, ეს ჩაავლეს და უკან აღარ დაიხევენ.  მე არ ვემტერები, არც მეგობარია ჩემი, ვიცი, რომ „ემვედეს“ მინისტრია. დღითი დღე გაუარესდება მისი ყოფა.

ბუბა კიკაბიძემ ასევე მიმართა რობერტ სტურუას და აღნიშნა:

მინდა, რობიკო სტურუას გადავცე დიდი მოკითხვა. მიხვდება, რაც მინდა ვუთხრა. რაც მაგან ილაპარაკა, ხალხი გადარეულია. გია ყანჩელი მისი ახლო მეგობარია და მანაც თქვა. ვუყურებდი, მაინტერესებდა, იტყოდა თუ არა. ეტყობა, დიდი მსახიობი და დიდი ნიჭი და დიდი რეჟისორი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა. ეს აქეთაა, ის იქით…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები