LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრწყინვალე პეიზაჟები, ფანტასტიკური გოგონები და უნიკალური რეტროავტომობილები დენიელ კალის ინსტაგრამში

17

რეტროავტომობილებით გატაცებული დიზაინერი დენიელ კალი, მუდმივად ანებივრებს სოციალური ქსელის მომხმარებელს ავტომობილების და პეიზაჟების ორიგინალური ფოტოკოლაჟებით.

დენიელ კალიმ – ნიჭიერმა დიზაინერმა და ციფრულმა მხატვარმა მელბურნიდან, მშობლიურ ქალაქში, მონაშას უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაიწყო  ავტომობილებისთვის დიზაინერული პროექტების შექნმა. კალის, რომელიც კომპანიებში Land Rover Ford და Toyota მუშაობდა, ყველაზე მეტად 1960-1980-იან წლებში გამოშვებული ავტომობილები მოსწონს.

რეტროავტომობილებით გატაცებას ავსტრალიემა დიზაინერმა ინსტაგრამში კედელი მიუძღვნა, სადაც ის მშვენიერ ფოტოებსა და ძალიან რეალისტურ კოლაჟებს აქვეყნებს. ნამუშევრებში დენიელი მარტივ ფერთა შეხამებას და სკანდინავიურ დიზაინში ფართოდ გავრცელებულ შუქ-ჩრდილების თამაშს იყენებს. კალის განცხადებით, ყველა ფოტო ვარიაციაა მის საყვარელ თემებზე – ავტომობილებზე, ფანტასტიკურ გოგონებზე, არქიტექტურასა და ლანდშაფტზე. მთავარ კითხვას კი – თუ რა არის რეალური და რა არა, ყველამ თავად უნდა გასცეს პასუხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები