ჭორები ბრუკლინ ბექჰემისა და ფრანგი მოდელის, სონია ბენ ამარის რომანის შესახებ დადასტურდა. წყვილი ფოტოგრაფებმა კალიფორნიაში, დისნეილენდში სეირნობისას გადაიღეს. 17 წლის სონია ფანტასტიურად გამოიყურებოდა მოკლე შარვალსა და სპორტულ ქურთუკში. ასევე სპორტულ ფორმაში იყო წარმოდგენილი დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი.
სონია კინოპროდიუსერის, ტარაკ ბენ ამერის ქალიშვილია. ის ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო მონაწილეოება ბროდვეის სპექტაკლში და ასევე თანამშრომლობა პარიზის ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან.