ბექჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინი და მისი მილიარდერი მეუღლე, ნიკოლა პელტცი, ბევერლი ჰილსზე გადაიღეს, წყვილი იოგურტს მიირთმევდა. საყვარელ მამაკაცთან სეირნობისთვის ნიკოლამ შავი ფერის ტანისამოსი მოირგო. მას Courreges-ის ტყავის ქურთუკი ამშვენებდა, რომელიც ბრენდის 2023 წლის გაზაფხულის კოლექციიდანაა.
წყვილის გამოჩენამ ინტერნეტსივრცეში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ 23 წლის ბრუკლინი 27 წლის მეუღლის მიერ მოჯადოებულია. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ დედასთან, ვიქტორიასთან კონფლიქტის დროს ბრუკლინმა მხარი მეუღლეს დაუჭირა. ინსაიდერების ცნობით, ის მშობლებთან იშვიათად კონტაქტობს.
„რაუნდი 2“ – ნიკოლა პელტცი კვლავ დედამთილზე ალაპარაკდა – რას ამბობს ბექჰემების მილიარდერი რძალი