კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის ხელისუფლებამ ვერტმფრენის ავიაკატასტროფაში დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოაცხადა – ამის შესახებ ქალაქის მერმა, იგორ საპოჟკომ გამოაცხადა.
„ბროვარში დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 19, 20 და 21 იანვარს ჩვენს თემში გლოვის დღეები გამოცხადდა“, – განაცხადა მერმა.
მერმა, ავიაკატასტროფაში დაღუპულების ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
„შავი დღე… სიტყვები საკმარისი არ არის, რომ გამოხატო დანაკარგის ტკივილი. გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს“, – განაცხადა იგორ საპოჟკმა.
მედია: კიევის მახლობლად საბავშვო ბაღთან ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი
კიევის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის დროს უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი დაიღუპა