LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბროტმაისტერი” თბილისში პურ-ფუნთუშეულის კიდევ ერთ მაღაზიას ხსნის

481

ახალი ქართული ბრენდი ”ბროტმაისტერი” გაფართოებას განაგრძობს და პურ-ფუნთუშეულის  რიგით მესამე მაღაზიას ხნის.

როგორც ”ფორტუნას” ”ბროტმაისტერის” გენერალურმა მენეჯერმა დავით შანიძემ განუცხადა, ახალი ობიექტი დოლიძის ქუჩაზე განთავსდა და მისი ოფიციალური გახსნა 26 ოქტომბერს იგეგმება. ფილიალში წარმოდგენილი იქნება პურ-ფუნთუშეულის 30-მდე სახეობა.

pur-fun”დოლიძის პურ-ფუნთუშეულის მაღაზია იქნება იმავე კონცეფციის, როგორებიცაა ჩვენი პირველი მაღაზი რიგის ქუჩაზე და ასევე აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტი –  ანუ გარდა იმისა რომ მაღაზიაში პურ-ფუნთუშეული გაიყიდება,  მას ექნება კაფეტერიის ელემენტებიც.  ჩვენთან მოსული მოხმარებელი ყავისა და ჩაის დაგემოვნებასაც შეძლებს”, – აღნიშნა შანიძემ.

მისივე ინფორმაციით, ”ბროტმაისტერი” წლის ბოლომდე 7-8 ფილიალის გახსნას გეგმავდა. შესაძლოა, ამ რაოდენობის მაღაზიის მოწყობა  2016 წლის ბოლომდე ვერ მოესწროს, თუმცა ახალ წლამდე ქართული ბრენდი დამატებით კიდევ 2 მაღაზიას გახნის.

როგორც ”ბროტმაისტერის” გენერალურმა მენეჯერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კომპანიაში 50-ზე მეტი კადრია დასაქმებული და მათი რაოდენობა ფილიალების გახნის პარალელურად გაიზრდება.

შეგახსენებთ , თბილისში ახალი ქართული ბრენდის ”ბროტმაისტერის” პირველი პურ-ფუნთუშეულის მაღაზია და თანამედროვე ავსტრიული კაფეტერია  მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნა. მანამდე კი კომპანიამ უახლესი იტალიური საცხობი დანადგარებით აღჭურვილი საწარმო,  სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით გახსნა. შპს „ბროტმაისტერი“ ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიული   პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა.