LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრნო ევროპის საშობაო დედაქალაქი გახდება

133
5ed76935bcbd3fa015940684f03b3a75

ჩეხეთი ქალაქი ბრნო 2024 წელს ევროპის საშობაო დედაქალაქის ტიტულს გადაიბარებს. სიახლის შესახებ გამოცემა English Radio წერს.

ჟიურიმ აღნიშნა, რომ გასულ წლებში ბრნოში საშობაო დღესასწაული ადგილობრივ საზღვრებს გასცდა და ქალაქში მოიზიდა არამხოლოდ ჩეხეთის სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები, არამედ ვიზიტორები უცხო ქვეყნებიდან.

ადგილობრივ გამყიდველებთან, ხელოვანებთან, მუსიკოსებთან თუ დიზაინერებთან თანამშრომლობით, ბრნო კულტურულ მემკვიდრეობას და ადგილობრივ სიკეთეებს უსვამს ხაზს. ჟიურის აზრით, ასეთი ურთიერთკავშირი განსაკუთრებულ საშობაო ატმოსფეროს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საშობაო დედაქალაქის ტიტული ქალაქებს 2017 წლიდან გადაეცემათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები