საქართველოს პრეზიდენტი, ბრიუსელში ორდღიან სამუშაო ვიზიტს აფასებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველა შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივ და სტრატეგიულ პოლიტიკაზე, რაც პრეზიდენტის თქმით, „მოთმინების პოლიტიკაა.“პრეზიდენტის განცხადებით, ძირითადად საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის საკითხს, მარგველაშვილის განცხადებით, ყველა საკითხს მძიმე ფონად გასდევდა არჩილ ტატუნაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი „მიტაცებული მოქალაქის“ საქმე.
მარგევლაშვილის თქმით, ნატოს მომავალი წლის სამიტზე საქართველომ მოწვევა მიიღო. ასევე, შეხვედრაზე გაფორმდა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის ახალი ფორმატი, რაც მაღალი დონის, სექტორალურ ურთიერთობას გულისხმობს.
„მე მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია ჩვენ კოლეგებს იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რაც არსებობდა სავიზო რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით და ჩამოყალიბდა ის სამუშაო ურთიერთობა, რომელიც ამ წარმოქმნილ პრობლემას გადალახავს. ყველა ამ შეხვედრას მძიმე ფონად გაყვებოდა ის მკვლელობა და ამ მკვლელობის გაგრძელება იმ მიტაცებით, ჩვენი მოქალაქეების, რომელსაც არ უშვებენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და ასევე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თემა. ბუნებრივია, ეს იყო ის მძიმე ფონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვილაპარაკეთ წინგადასადგმელ ნაბიჯებზე,“-განაცხადა პრეზიდენტმა.