LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი იწყება

75
ნატო-ს ოფისი

ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი იწყება. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრებენ, ასევე იმ საერთო თავდაცვით შესაძლებლობებზე რაც NATO-ს გააჩნია.

მინისტერიალის მეორე დღეს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან გაიმართება. უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში ალიანსისთვის პრიორიტეტულად რჩება.

„NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე ალიანსის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს. იმ უმძიმეს ვითარებას, რომელიც შექმნილია უკრაინის ირგვლივ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო კონცენტრაციის შედეგად.

ისაუბრებენ ასევე ალიანსის თავდაცვით შესაძლებლობებზე, საბიუჯეტო პოლიტიკაზე და ფინანსური ტვირთის გადანაწილებაზე, ნატოს პრიორიტეტებზე. ჩვენი ქვეყანა მონაწილეობს ალიანსის პრაქტიკულად ყველა სამიტში და მინისტერიალში, რაც ადასტურებს ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უპრეცედენტოდ მზა დინამიკას“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.