LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში სიჩქარის რეჟიმის შემოღების შემდეგ ხმაური ნაკლებად აწუხებთ

114
9c347941-belgaimage-1458191-1024x682

ბრიუსელის მოსახლეობას ხმაური ნაკლებად აწუხებს მას შემდეგ, რაც მაქსიმალური სიჩქარე საათში 30 კილომეტრამდე შეიზღუდა. სიახლის შესახებ Brussels times წერს.

სიჩქარის შეზღუდვა ქალაქში 2021 წლიდან გადაწყვიტეს. ბრიუსელის გარემოს დაცვის სამსახური ხმაურის დონეს რეგულარულად ზომავდა და დაადგინა, რომ 3 წლის განმავლობაში ხმაურმა 1,5-4.8 დეციბელით დაიწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ხმაურის დაბინძურება მოსახლეობის 30%-ს აწუხებს. საინტერესოა, რომ 2016 წელს იგივე მაჩვენებელი 64% იყო.

ხმაური სერიოზული დაავადებების მიზეზი ხდება, ისეთის როგორიცაა მაგალითად – გულის დაავადება, ძილის დარღვევა, ნევროზი და ბავშვთა განვითარებაში დარღვევები. გაეროს შეფასებით, ხმაურის მაღალ დონეს უკავშირდება ყოველწლიურად 12 ათასი ნაადრევი სიკვდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები