LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელის საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა, უფასო გახდეს

brusel

ბელგიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს. დასაწყისისთვის კი უფასოდ მგზავრობას ბრიუსელში, ადგილობრივები საღამოს საათებში და უქმეებზე შეძლებენ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და მთავრობა მომავალში საზოგადობრივ ტრანსპორტზე საფასურის მთლიანად გაუქმებას გეგმავს.

ინიციატივის მთავარი მიზეზი ბრიუსელში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი გახდა. გარემოს ყველაზე დიდ ზიანს კი სწორედ ტრანსპორტი აყენებს, ამიტომ ბელგიელებს სურთ, რომ დედაქალაქი მაქსიმალურად განტვირთონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები