ბრიუსელის პირველი ინსტანციის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადირების შესახებ საქმე ოფიციალურად დახურა. ამის შესახებ პუჩდემონის ადვოკატმა პოლ ბეკარმა განაცხადა.
დეკემბერში ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პუჩდემონისა და კატალონიის მთავრობის 4 ყოფილი წევრის წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერი უკან გაიწვია.
პუჩდემონმა ესპანური სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას „წაგების შიშით განპირობებული“ უწოდა.