ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად შვედეთის ორი მოქალაქე მოკლეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ბელგიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც სულ მცირე ორი ადამიანი მოკლა, ამტკიცებს, რომ ISIS-ის წევრია და „მუსლიმებისთვის შურს იძიებს“.
მედიის ინფორმაციით, მან სროლამდე „ალაჰ აკბარ“ დაიყვირა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე მას პოლიცია ეძებს.