LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ბრიუსელი, ევროკავშირი და ევროპის დედაქალაქები არაა მოსკოვი, სადაც ჩახვალ, რაღაცას „ჩააწყობ“, კონიაკებს ჩაიტან და რაღაცებს ათქმევინებ – გოკა გაბაშვილი 

70
გოკა

ჩვენ განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ვართ, რადგან სამ ქვეყანაზე მიიღებოდა გადაწყვეტილება და ჩვენ ვიყავით ლიდერები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართულმა პოლიტიკამ ეს საქმე გააფუჭა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა გოკა გაბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“განაცხადა.

მისი თქმით, ამ ხელისუფლებას პროცესის შემოტრიალების შანსები აღარ აქვს.

„ძალიან კარგია, რომ ევროპა არ ამბობს, თქვენ ვერასდროს ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი. არის მოცემული კონკრეტული დრო, 6 თვე, როდესაც ჩვენ, როგორც ქვეყანამ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც აჩვენებს ჩვენს პარტნიორებს, რომ ვართ ევროპული ქვეყანა და არ ვართ პოსტსაბჭოთა ოლიგარქია, რომელიც ერთი ადამიანის მიერ იმართება თოჯინებით და არ ვართ ქვეყანა, რომელიც არანაირ ევროპულ სტანდარტს არ სცემს პატივს და არ არის ჩამორჩენილი ქვეყანა.

საქართველოს ხელისუფლებას სულ არ აქვს წარმოდგენა, რომ ბრიუსელი, ევროკავშირი და ევროპის დედაქალაქები არ არის მოსკოვი, რასაც ისინი მიჩვეულები არიან, სადაც ჩახვალ ვიღაცასთან რაღაცას ჩააწყობ, კონიაკებს ჩაიტან და რაღაცებს ათქმევინებ – ასე არ ხდება ევროპაში. ევროპა გვიყურებს ინსტიტუტების მეშვეობით.

ამ ხელისუფლებას სიტუაციის შემოტრიალების შანსები აღარ აქვს. ხელისუფლებამ ძალიან ეფექტურად და მიზანმიმართულად იმუშავა, ოღონდ საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს ხელისუფლება საერთოდ არ აპირებდა ამ განაცხადის გაკეთებას, მერე საზოგადოებრივმა რეაქციამ და შიშმა, რომ პროტესტი დაიწყებოდა გააკეთებინა ეს განაცხადი ვალის მოხდის მიზნით და რას ვხედავთ ამის მერე? ვხედავთ მიზანმიმართულ დარტყმას ყველგან, სადაც მიიღებოდა გადაწყვეტილება“, – განაცხადა გაბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები