აუქციონის სახლი Silverstone 1969 წლის კუპე Dodge Charger-ს გაყიდის. ავტომობილი წინათ მსახიობ ბრიუს უილისსა და ჯგუფ Jamiroquai-ს სოლისტს, ჯეი კეის ეკუთვნოდათ. ავტომობილი ფილმ „ბულიტში“ მონაწილე ავტომობილის იდენტურია, სადაც მთავარ როლს სტივ მაკკუინი ასრულებს. კუპეს საორიენტაციო ფასი 50-60 000 ფუნტი სტერლინგია.
გასაყიდად გამოტანილი Dodge Charger უილისმა პირველ ცოლს, დემი მურს აჩუქა. რვა წლის წინ კი ჯეი კეიმ შეიძინა და აშშ-ში წაიყვანა. Charger-მა აქ მცირეოდენი გაუმჯობესება მიიღო, კერძოდ: ახალი ინტერიერი, ძრავის განსაკუთრებული მოდიფიკაცია და გამონაბოლქვის სისტემა.
Dodge Charger-ის კაპოტის ქვეშ 8,2 ლიტრის მოცულობის V8 ძრავი აქვს. ის სამ საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიასთან ერთად მუშაობს. მის მოდერნიზებაზე ჯეი კეიმ 24 000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა.
„ბულიტი“ ცნობილია გარბენის ძირითადი სცენით, რომელიც კინოს ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს.
მასში Ford Mustang და Dodge Charger მონაწილეობენ. სცენა 9 წუთისა და 42 წამის განმავლობაში გრძელდება, ავტომობილი კი გადაღებებისას 175 კმ/საათამდე სწრაფდება.