LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსს სცენაზე ბიუსჰალტერი გაეხსნა (ვიდეო/ფოტო)

87

სასცენო კოსტიუმებს ცნობილი ადამიანებისთვის უხერხული სიტუაცია ხშირად შეუქმნიათ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ამ დღეებში, ლას-ვეგასში მოხდა: ცნობილი ჰიტის „I Love Rock’n’Roll“  შესრულების დროს, ბრიტნი სპირსს მოულოდნელად ბიუსჰალტერი გაეხსნა. მცდელობის მიუხედავად, სპირსმა ვერ შეძლო პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება.

რამდენიმე წუთში, მას დახმარება მოცეკვავეებმა აღმოუჩინეს. თავად მომღერალი კი ცდილობდა, უხერხულობა არ შეემჩნია და სანამ სხვები მის მოშიშვლებულ მკერდს პერანგით ფარავდნენ, იგი შეძლებისდაგვარად მუსიკის რიტმზე ცეკვას განაგრძობდა.

https://www.youtube.com/watch?v=xBGb_BUZ3xU

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები