ბრიტნი სპირსი ამჯერად ჯეიმს კორდენის პოპულარულ შოუს სტუმრობდა. ტრადიციულად წამყვანმა სთხოვა მომღერალს მისი ცნობილი ჰიტები ცოცხლად შეესრულებინა. მათ შორის ისეთი სიმღერები, როგორიცაა Oops!…I Did It Again, Womanizer, Toxic და Baby One More Time. წამყვანისთვის მოულოდნელად, ბრიტნიმ ვერც ერთი სიმღერა ვერ იმღერა და ის მხოლოდ ყვებოდა კორდენს, რომელიც ბრიტნიზე უკეთ ასრულებდა პოპულარულ ჰიტებს. ვიდეოდან ჩანს, რომ ბრიტნის რამდენჯერმე ხმა ჩაუვარდა.
სიმღერებს შორის წამყვანმა და მუსიკოსმა პირად ამბებზეც ისაუბრეს. ბრიტნი გამოტყდა, რომ კვლავ სურს შვილის გაჩენა, თუმცა გათხოვებას აღარ აპირებს.