LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსს ბოიფრენდმა მოდელთან უღალატა (ფოტო)

29

ბრიტნი სპირსის მცდელობა, მოიწყოს პირადი ცხოვრება, კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 35 წლის მომღერალს რომანი 23 წლის მოდელთან, სემ ასგარისთან აქვს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მომღერალი მას სახელის მოსახვეჭად სჭირდებოდა, სინამდვილეში კი გვერდითი რომანებით იქცევს თავს.

ასგარის პარალელური რომანი 27 წლის მოდელთან, მორგან ოსმანთან აქვს და ამის შესახებ ამ უკანასკნელმა თავად განაცხადა. მალევე, ბრიტნის თაყვანისმცემლებმა მასზე შეტევა განახორციელეს და მოდელმა სწრაფად წაშალა ფოტო „ინსტაგრამიდან“ და დახურა ექაუნთი.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. იხილეთ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები