LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსმა სიმღერა Everytime არ დაბადებულ შვილს მიუძღვნა – ემოციური ვიდეო ხმის ჩამწერი სტუდიიდან

243
page

როგორც ცნობილია, პოპ-პრინცესამ, ბრიტნი სპირსმა თავის მემუარებში, „ქალი ჩემში“ სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. ის აცხადებს, რომ 20 წლის წინ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო, თუმცა, ჯასტინს არ სურდა შვილი, ამიტომ მან ორსულობა შეწყვიტა.

„ეს ორსულობა მოულოდნელი იყო. მე ჯასტინი ძალიან მიყვარდა და ვფიქრობდი, რომ ჩვენ ოჯახი გვექნებოდა. მისთვის კი ეს ტრაგედიად იქცა, ის საერთოდ არ იყო გახარებული და მეუბნებოდა, რომ ჩვენ არ ვიყავით მზად მშობლობისთვის. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მე ორსულობას არ შევწყვეტდი“, – აცხადებს ბრიტნი.

„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო

წყვილი 1999 წლიდან 2002 წლამდე ხვდებოდა ერთმანეთს. განშორების შემდეგ, რომლის ინიციატორიც ჯასტინი გახდა, მან სიმღერა Cry Me a River გამოუშვა. ერთ წლის შემდეგ კი ბრიტნი სპირსმა თავის კარიერაში ყველაზე ემოციური და დრამატული სიმღერა Everytime გაავრცელა.

ბრიტნის სკანდალური აღიარების შემდეგ, საზოგადოება დარწმუნებულია, რომ აღნიშნული სიმღერა და კლიპი პოპ-პრინცესამ არ დაბადებულ შვილს მიუძღვნა. პარალელურად ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელიც სიმღერის ჩაწერის პროცესია აღნიშნული. ბრიტნი საოცრად ემოციურია და ეტყობა, რომ ძალიან უჭირს სიმღერა.

სკანდალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბრიტნი სპირსი კვლავ დანებით აცეკვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები