LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსმა ჯასტინ ტიმბერლეიკს ბოდიში საჯაროდ მოუხადა

248
page

ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე ჯასტინ ტიმბერლეიკის ვიდეო გაავრცელა და ყოფილ შეყვარებულს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

„მინდა ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რაც ჩემს წიგნში დავწერე. ძალიან ვწუხვარ, თუ ვაწყენინე ვინმეს, ვინც ჩემთვის სულერთი არ არის. ასევე, მინდა ვთქვა რომ შეყვარებული ვარ ჯასტინ ტიმბერლეიკის ახალ სიმღერაზე Selfish“, – წერს სპირსი.

ცნობისთვის, ჯასტინ ტიმბერლეიკმა ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველი სიმღერა, Selfish და მასზე გადაღებული ვიდეო სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ამავე სახელწოდებით აქვს სიმღერა ბრიტნი სპირსსაც. ჯასტინის სიმღერის გამოსვლისთანავე ბრიტნის Selfish-მა უკვე დაიკავა პირველი ადგილი სხვადასხვა ჩარტში.

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს, პოპ-პრინცესამ თავის მემუარებში, „ქალი ჩემში“ სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. მან განაცხადა, რომ 20 წლის წინ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო, თუმცა, ჯასტინს არ სურდა შვილი, ამიტომ მან ორსულობა შეწყვიტა.

Selfish – ჯასტინ ტიმბერლეიკი სიმღერას იმავე სახელწოდებით ავრცელებს, რა სახელწოდებითაც ბრიტნი სპირსმა გამოუშვა

ჯასტინ ტიმბერლეიკი ბრიტნი სპირსს სასამართლოში უჩივლებს

„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები