ბრიტნი სპირსმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ახალი დუეტი წარუდგინა მსმენელს. ეს გახლავთ სიმღერა Mind your business, რომელსაც ბრიტნი ჯგუფ The Black Eyed Peas-ის ვოკალისტთან Will.i.amWill.i.am-თან ერთად ასრულებს. 41 წლის მომღერალი სიმღერის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა.
ახალი სიმღერა რამდენიმე საათია რაც გამოჩნდა სოციალურ ქსელებში. მისი შინაარსი სპირსის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. მუსიკოსს სურს აჩვენოს, როგორ გადაიღალა პაპარაცების მუდმივი ყურადღებით და მის პირადზე მედიის დაინტერესებით. მთავარი კრიტიკა კი ბრიტნის ხმას მოჰყვა, რომელიც აშკარად შეცვლილია. მსმენელთა უდიდესი ნაწილი წერს, რომ ეს ხმა უფრო ხელოვნურ ინტელექტს ჰგავს, ვიდრე თავად ბრიტნი სპირსის მას. თავის მხრივ, გამოჩნდა მუსიკალური კრიტიკოსების პირველი რეაქციებიც, რომლებმაც ახალ სიმღერას მორიგი „ჩავარდნა“ უწოდეს.