LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსის სკანდალური ბრალდებების შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა, ოჯახთან ერთად, თავი მექსიკის კურორტს შეაფარა – პაპარაცული ფოტოები

216
page

ბრიტნი სპირსის სკანდალური მემუარებისა და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა, მეუღლესთან, ჯესიკა ბილთან და შვილებთან ერთად მექსიკის კურორტს, კაბო-სან-ლუკასს შეაფარა თავი.

პაპარაცებმა წყვილი სახლში, დასვენების დროს გადაიღეს. ეს ჯასტინის პირველი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტნი სპირსი მისგან ორსულად იყო.

„წარსული იარები განახლდა“ – ბრიტნი სპირსის სკანდალური განცხადებების შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკსა და ჯესიკა ბილს შორის ურთიერთობა დაიძაბა – რას ყვება ინსაიდერი

ცნობისთვის, ჯასტინ ტიმბერლეიკმა „ინსტაგრამზე“ კომენტარების ველი გააუქმა, რადგან ვერავინ შეძლოს მის პოსტებზე რაიმეს დაწერა. ცხადია, მომღერალმა ეს გადაწყვეტილება აგრესიული კომენტარებისა და ბულინგის შემცველი შეტყობინებების გამო მიიღო. ამ დრომდე ჯასტინს ბრიტნის ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ბრიტნი სპირსის სკანდალური აღიარების შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა „ინსტაგრამზე“ კომენტარების ველი გათიშა

„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები