ბრიტნი სპირსმა სცენაზე გამოსვლის დროს ზურგი მოიშიშვლა. მართალია, 33 წლის მომღერალს ეს ყველაფერი არ ჰქონდა დაგეგმილი და როგორც შეეძლო, მომხდარს ისე მალავდა. ის ცეკვავდა, მღეროდა და ამასობაში მოცეკვავეები დიდი მონდომებით ცდილობდნენ გაფუჭებული ელვა მისსავე სხეულზე გაეკეთებინათ. საბოლოოდ, სპირსს მოუწია სიმღერა ნახევრად შიშველი ზურგით დაესრულერბინა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსი Planet Hollywood Resort-ის რეზიდენციაში 2013 წლის შემდეგ მართავს კონცერტებს. წელს მას კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივეს.