LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

British Airways-მა სახის ამომცნობი სისტემის ტესტირება დაიწყო

18

British Airways-მა სახის ამომცნობი სისტემის ტესტირება დაიწყო. პირველი ექსპერიმენტისთვის კი ლონდონის აეროპორტი შეირჩა და სიახლის მიზანი კონტროლის პროცედურის მაქსიმალურად დაჩქარებაა.

როგორც ცნობილია, ავიაკომპანია ამ საკითხზე წლების განმავლობაში მუშაობდა. ექსპერტებს სურდათ შეექმნათ სისტემა, რომელიც მგზავრებს რეისზე სწრაფად მოხვედრაში დაეხმარებოდა და გარდა ამისა, შეცდომის რისკიც მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. პროგრამა ადამიანის სახესა და მის სამგზავრო ბილეთს ერთდროულად ასკანერებს და მსგავსებას პოულობს. შესაბამისად, პასპორტის წარდგენა საჭირო აღარ არის და მგზავრის ვინაობა ამის გარეშეც დგინდება.

აღსანიშნავია, რომ სიახლე ჯერ-ჯერობით მხოლოდ შიდა ფრენებზე მუშაობს და თუკი ის გაამართლებს, მას საერთაშორისო რეისებზეც დანერგავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები