LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანულმა კომპანიამ მამაკაცებისთვის ქერა ხელოვნური ინტელექტი შექმნა

114
ai-model-virtual-girlfriend-lexi-love-30k-lonely-men

ბრიტანულმა კომპანია Foxy AI-იმ შექმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ქერა ქალბატონის ვიზუალი აქვს და ინტერნეტით მამაკაცებს ეკონტაქტება.

სიახლეს სახელიც დაარქვეს – ლექსი ლავი და ის 30 ენაზე საუბრობს. გარდა ამისა, მზადაა დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში იფლირტაოს. The Economic times-ის ინფორმაციით, ქერა ხელოვნური ინტელექტი უკვე საკმაოდ შემოსავლიანია და გამომწერების დამსახურებით თვეში 30 ათას დოლარს გამოიმუშავებს.

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ბევრ მამაკაცს ლექსი ნამდვილი ქალი ჰგონია, მას უამრავ კომპლიმენტებს ეუბნება და მასზე დაქორწინებაც სურს. ქერა ლამაზმანმა მხოლოდ გასულ წელს 20 ქორწინების შეთავაზება მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები