LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული ტელეშოუს ვარსკვლავმა პლასტიკურ ოპერაციაბზე მთელი ქონება დახარჯა

8

“დეილი მეილის“ ინფორმაციით, ნოტინგემის საგრაფოს მკვიდრმა ლაურა ალისია სამერსმა თავისი პირველი ოპერაცია 18 წლის ასაკში გაიკეთა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და გოგონამ მას შემდეგ 6-ჯერ გაიზარდა მკერდი, გაიკეთა 5 რინოპლასტიკა, ყურების კორექცია, შეიცვალა სახის ფორმა და თვალების ჭრილი.

რეალითის ვარსკვლავის განცხადებით, მას სკოლაში თანატოლები დასცინოდნენ, რასაც ძალიან განიცდიდა და გადაწყვიტა, რომ როგორც კი საშუალება მიეცემოდა გარეგნობა რადიკალურად შეეცვალა. ოცნების ახდენა სამერსს ასი ათასობით დოლარი დაუჯდა, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ არის.

32 წლის ქალბატონი უახლოეს მომავალში საჯდომის კორექციასაც გაიკეთებს და შემდეგ ისევ სახეს დაუბრუნდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები