LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული Fear Group-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

103

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსხვილი ბრიტანული კომპანიის Fear Group-ის დამფუძნებელს, სტივენ ფეარს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატა.

კერძოდ, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტივენ ფეარის ინტერესია, ინვესტირება განახორციელოს სამთო-მოპოვებით სექტორში, ასევე საცალო ვაჭრობაში და ადგილობრივ ბაზარზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი შემოიყვანოს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სტივენ ფეარის შვილი და პარტნიორი ლეონ ფეარი. აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და წიაღის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია ზავრაშვილი.

საქართველოში სტივენ ფეარი ბრისტოლი-თბილისის დაძმობილების ასოციაციასა და ბრისტოლის სავაჭრო გილდიის ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც 8 – 13 ოქტომბერს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები