LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის ინფრასტრუქტურაზე გახშირებულ შეტევა, ბრძოლის ველზე რუსეთის მარცხს ნიშნავს

37
უკრაინა

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ყოველდღიურ ანალიზს აქვეყნებს და ამჯერად, სრულ ყურადღებას, რუსეთის მიერ შორი მანძილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 10 ოქტომბრიდან გახშირებულ დარტყმებს უთმობს.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსეთი ამ მიზნით ფრთოსან და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ასევე, ირანისგან მიღებულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ძირითადი მიზანია უკრაინის ენერგოგამანაწილებელი ქსელისთვის ფართომასშტაბიანი ზიანის მიყენება.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, იმის გამო, რომ აგვისტოდან რუსეთი ბრძოლის ველზე მარცხს განიცდის, მზად არის უკრაინის სამხედრო ობიექტებთან ერთად დარტყმა მიაყენოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც.

საჰაერო განგაშის სიგნალი ყველა ოლქში ისმის, ოკუპანტებმა მიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვისა და კიევის მიმართულებით 10 სარაკეტო და 58 ავიაიერიში განახორციელეს – ბოლო ცნობები უკრაინიდან

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები