LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანულ თვითმფრინავს გზა აერია და გერმანიის ნაცვლად შოტლანდიაში ჩაფრინდა

122
_106170443_untitled-1-01

უცნაური ინციდენტის შესახებ ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა. ავიაკომპანია British Airways-ის ლაინერი ლონდონიდან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა შემთხვევით შოტლანდიურ ედინბურგში დაჯდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეცდომის მიზეზი არასწორი საფრენი გეგმა გახდა. აღნიშნული გეგმა კი პილოტებსა და დისპეჩერს ლონდონის აეროპორტში გადასცეს და გაპარული უზუსტობის შესახებ ცნობილი ძალიან გვიან, მხოლოდ რეისის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

როცა მგზავრებმა გაიგეს, რომ არა გერმანიაში არამედ შოტლანდიაში ჩაფრინდნენ, ჩათვალეს რომ მათ პილოტი ეხუმრებოდა. შემდეგ გაირკვა რომ ხუმრობა არაფერ შუაში იყო და ხომალდის კაპიტანმა მათ არჩევანის საშუალება მისცა.

ვისაც სურდა, შეეძლო შოტლანდიაში დარჩენილიყო, ვისაც ეს იდეა არ მოსწონდა, გერმანიაში წაიყვანდნენ. შედეგად ყველა მგზავრმა წასვლა ამჯობინა.

თვითმფრინავი შოტლანდიაში რამდენიმე საათი გაჩერდა და საბოლოოდ გერმანიას მიაშურა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები