LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გავაფორმებთ

145
pa4209c-jpg

საქართველო დიდ ბრიტანეთთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

„თუ ჩვენ დავაკვირდებით სტატისტიკას, ექსპორტი უკვე იქცა ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ გამწევ მდგენელად, ერთ-ერთ გამწევ ძალად. ექსპორტის ზრდის მიმართულებით ჩვენ საგრძნობი პროგრესი გვაქვს. მნიშვნელოვნად იზრდება როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტი. 2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 12.4% პროცენტით და გადააჭარბა ორ მილიარდ დოლარს. საქართველო ასევე ლიდერია ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის. საქართველოში წარმოებულ პროდუქციას მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე აქვს წვდომა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში. ჯამში, ეს 2.3 მილიარდი მომხმარებელია და საგარეო ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, ჩვენი სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დგას ინდოეთთან და „ბრექსითიდან“ გამომდინარე, დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ბაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ ამ პროცესში წინ წავიწიეთ. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ყურის არაბულ ქვეყნებთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ამასთან, აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების და გაფართოვების მიზნით, აშშ-ის ახალ ადამინისტრაციასთან მიმდინარეობს კონსულტაციები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები