LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ყველაზე ბიუჯეტურ ახალ ავტომობილთა შორის ელექტროქარი ლიდერობს

40
Capture

კომპანია Citroen ბრიტანეთის ბაზარზე მინიატიურული ელექტრომობილის Ami-ს გასაყვანად ემზადება. მოდელი ბაზარზე არსებულ ახალ ავტომობილთა შორის ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება და მისი ფასი მხოლოდ 7 695 ფუნტი სტერლინგია. თანაც, აქამდე სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ფასი კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა, დაახლოებით 6 000 ფუნტამდე.

ბრიტანელები Citroen Ami-ს ფიზიკურ დილერებთან ვერ იყიდიან და ავტომობილის, რომელიც კლასიფიცირდება როგორც კვადროციკლი, შეძენა მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი. ბრენდის ცნობით, მანქანა უკვე 2 ათასამდე ადამიანმა დაჯავშნა და წინასწარ შესატანი 250 ფუნტიც გადაიხადა.

Ami სამ ვერსიაში იქნება ხელმისაწვდომი და შეიქმნება კომერციული ვერსიაც My Ami Cargo – მსუბუქი ტვირთის გადასაზიდად.
ელექტროქარი მოძრაობაში 8 ცხენის ძალის სიმძლავრის აგრეგატს მოჰყავს და ერთი დამუხტვით Ami-ს 74 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილის სიჩქარე 45 კმ/სთ-ია და ელემენტის სრულ დამუხტვას დაახლოებით 3 საათი სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები